ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია

ევროპარლამენტარი - საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ

17.11.2025 ნახვები: 394

2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ, - ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თვითგამოცხადებულმა თავმჯდომარემ გეგმა გამოაცხადა, რომლის მიზანს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა წარმოადგენს. ეს ნაბიჯი მიზანში იღებს ოპოზიციურ ამომრჩევლებს, ძირს უთხრის დემოკრატიას და პრორუსული ავტორიტარული ტაქტიკის მსგავსია. 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს! რუსეთის სატელიტობა სირცხვილია“, - წერს კშიშტოფ ბრეიზა X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა