ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და ...“ იწყება
ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა
ბაიბა ბრაჟე - ლატვია ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარს უჭერს
გელა ხასია - როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ
გელა ხასაია - ბორკილები დამადეს იქამდე, ვიდრე მეტყოდნენ, რომ დაკავებული ვიყავი და შემდეგ დაიწყეს ოქმის შედგენა
ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსით“, არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება - სამივე შემთხვევაში ხდება მითითება, რომ ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება

ლევან ბეჟაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს და აუდიტის სამსახურის ფუნქციები აბსოლუტურად სხვადასხვაა

17.11.2025 ნახვები: 245

„ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც თუნდაც ფორმალურად, კორუფციასთან ბრძოლა დაევალება - ეს ადასტურებს, რომ კორუფცია არის ის საფუძველი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეყრდნობა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდეს, მისი ფუნქციები კი სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცეს.

ბეჟაშვილის თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის „კადრად მოიაზრებოდა, ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, მის კლანებს შორის ბრძოლა უკვე კანონის სახით გადაწყვიტოს“ და ანტიკორუფციული ბიურო გააუქმოს.

„ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც თუნდაც ფორმალურად, კორუფციასთან ბრძოლა დაევალება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კორუფცია არის ის საფუძველი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეყრდნობა. იმავდროულად, რაჟდენ კუპრაშვილი მოიაზრებოდა ღარიბაშვილის კადრად. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მის კლანებს შორის ბრძოლა უკვე კანონის სახით გადაწყვიტოს და გააუქმოს ეს სამსახური. ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისითაც გაუმართლებელია, რომ აუდიტის სამსახურის ფუნქციები კონსტიტუციურად აბსოლუტურად სხვა არის. საერთაშორისო სტანდარტებით მართებულია, რომ ანტიკორუფციული სამსახური თავისი საგამოძიებო და სამოსამართლეო ფუნქციებით დამოუკიდებელი სტატუსის სახით არსებობდეს. ეს გადაწყვეტილება ეხება არა კორუფციის სფეროში რეფორმების გატარებას, არამედ იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, ბეჟაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია გაუქმდეს. ბეჟაშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ რატომღაც, 13 წლის თავზე, აღმოაჩინა ამ სამსახურის არსებობა და მოქმედებები“.

„ქართულმა ოცნებამ“ მისი შეფასება 13 წლის თავზე დაიწყო. ამ 13 წლის განმავლობაში ერთი გადაწყვეტილებაც არ მიუღია, იმის შესაბამისად, დღეს რა არგუმენტებსაც გამოთქვამდნენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსალოდნელია, სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით, „ქართულმა ოცნებამ“ ისევ რუსული პოლიტიკა გაატაროს. ეს სამსახური, რომელიც შექმნილი იყო, თავის დროზე, ქართული ადმინისტრაციის სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერით გაკეთდა. მის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, ცხინვალის რეგიონის როგორც ქართული, ასევე ოსური მოსახლეობა. ლეგიტიმაციის პრობლემა მათ არ ჰქონდათ და საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთ მომლაპარაკებელ მხარედ მონაწილეობდნენ. ამ სამსახურს თავისი კონკრეტული მიზანი და ამოცანა ჰქონდა. დღეს, ეს მიზანი და ამოცანა რუსეთისთვის მიუღებელი. შესაბამისად „ქართული ოცნება“ როგორც „რუსული ოცნების“ გაგრძელება, დღეს ამ სამსახურს აუქმებს და რუსული პოლიტიკის გატარებას აპირებს ამ სფეროში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებაც მიიღო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, კონსტიტუციის სრული დაცვით აირჩა 2006 წელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა