ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ანა წითლიძე - არ გამოდის, გამუდმებულად ლანძღავდე ევროკავშირს და გქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირის სტრუქტურები დაგელაპარაკებიან

ნახვები: 520 ანა წითლიძე - არ გამოდის, გამუდმებულად ლანძღავდე ევროკავშირს და გქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირის სტრუქტურები დაგელაპარაკებიან

არ გამოდის, გამუდმებულად ლანძღავდე ევროკავშირს და გქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირის სტრუქტურები დაგელაპარაკებიან ან გაფართოების კომისიაზე მოგიწვევენ - ის პოლიტიკა რა პოლიტიკასაც ახორციელებს „ქართულ ოცნება“, პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველომ დაკარგოს ევროპული ინტეგრაცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „რაც უფრო დიდი ხანი იქნება რუსული საოკუპაციო რეჟიმი ხელისუფლებაში და თავს დაუძახებს ხელისუფლებას, მით უფრო მეტად გაღრმავდება საქართველოს იზოლაცია“.

„საქართველო ვერ იქნება ვერანაირი საერთაშორისო პროცესების მონაწილე მანამ, სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც კლავს დემოკრატიას, ლახავს ადამიანის უფლებებს და ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისკენ. არ გამოდის, რომ გამუდმებულად ლანძღავდე ევროკავშირს, შენს საერთაშორისო პარტნიორებს და შემდეგ გქონდეს მოლოდინი იმის, რომ ევროკავშირის სტრუქტურები შენ დაგელაპარაკებიან ან გაფართოების კომისიაზე მოგიწვევენ. ის პოლიტიკა რა პოლიტიკასაც ახორციელებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც საკუთარ თავს ეძახის „ქართულ ოცნებას“, პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველომ დაკარგოს თავისი ევროპული ინტეგრაცია. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ გულისხმობს და დაკავშირებულია საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რადგან მარტო დარჩენილი საქართველო, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების გარეშე, ნიშნავს რუსეთთან პირისპირ დარჩენას და რუსულ ოკუპაციას. ამიტომაც რაც უფრო დიდი ხანი იქნება რუსული საოკუპაციო რეჟიმი ხელისუფლებაში და თავს დაუძახებს ხელისუფლებას, მით უფრო მეტად გაღრმავდება საქართველოს იზოლაცია და მით უფრო მეტად ჩაიკეტება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა