ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

დონალდ ტრამპი - პუტინთან სხვაგვარად მოვიქეცი

ნახვები: 615 დონალდ ტრამპი - პუტინთან სხვაგვარად მოვიქეცი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან მსოფლიოში რვა ომი დაასრულა და ერთადერთი ომი, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, წარმატებას ვერ მიაღწია, რუსეთ-უკრაინის ომია.

„რვა ომი შევაჩერე. ერთადერთი, რომელშიც ჯერ ვერ მივაღწიე წარმატებას და - და ეს მოხდება - არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც, ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს“, - აღნიშნა ტრაპმა.

მისი თქმით, ომები ტარიფების დახმარებით შეაჩერა.

„იცით, როგორ შევაჩერე ისინი? ბევრ შემთხვევაში, შემთხვევათა 60%-ში ვამბობდი: „თუ ბრძოლას არ შეწყვეტთ, თქვენს ორივე ქვეყანას ტარიფებს დავუწესებ და ვერ შეძლებთ შეერთებულ შტატებთან ბიზნესის კეთებას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მეთოდი პუტინთან არ მუშაობს და მას სხვა მიდგომის გამოყენება დასჭირდა.

„მასთან სხვაგვარად მოვიქეცი, რადგან რუსეთთან დიდ ბიზნესს არ ვაწარმოებთ, იცით? ის არ არის ისეთი, ვინც ჩვენგან ბევრს ყიდულობს, სისულელის გამო. ვფიქრობ, მას სურს ჩვენთან შემოსვლა და ვაჭრობა და რუსეთისთვის ბევრი ფულის გამომუშავება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას ომის რამდენიმე თვეში მოგვარება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, დიახ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა