ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სალომე ზურაბიშვილი - პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით

ნახვები: 615 სალომე ზურაბიშვილი - პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით

ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს!, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საპატრიარქოს ეპარქიული კომისიის დასკვნას, რომლითაც მიმართეს პატრიარქს, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლდეს და მღვდელმსახურად გამწესდეს სამების ლავრაში.

„პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ, თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ. საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც გაუძლო და კიდევ გაუძლებს!”, - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

ინფორმაციისთვის, საპატრიარქოს ეპარქიული კომისიის შემდეგ საპატრიარქომ გამოაქვეყნა პატრიარქის, ილია მეორეს ხელმოწერილი ბრძანება, რომელის თანახმად, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან თავისუფლდება და წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განწესდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა