მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ
აშშ-ის საელჩო საქართველოში „სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო უწყება - აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს
Macron right to snub US Hormuz mission, French defense expert says
US seeking durable peace between Ukraine and Russia based on credible guarantees for Kyiv – Pentagon
Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა გაიმართება - რა მოლოდინები აქვთ მონაწილეებს

30.09.2025 ნახვები: 488

 

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და „გაყიდვების ასოციაციის“ ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, მასშტაბური გამოფენა, „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება, რომელიც მონაწილეებისთვის ახალი ბაზრისა და შესაძლებლობების ათვისებას შეუწყობს ხელს.

 

ორდღიანი კონფერენცია, “საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა” სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს გააერთიანებს და 4000-მდე სტუმარს ელის.

 

ბოლო წლებში, უზბეკეთის საკანონმდებლო ინიციატივები უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. მთავარი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებია, რომელიც ახალ გარემოში ბიზნესის წამოწყებას ამარტივებს.

 

ქართული კომპანიებისადმი რომ ინტერესი მაღალია, ეს “სოფტგენის” მიერ ჩატარებულ კვლევაშიც გამოჩნდა.  ბაზრის შესწავლის შემდეგ, კომპანიამ  ფილიალი უზბეკეთში გახსნა. საქართველოში “სოფტგენი” 2008 წლიდან ოპერირებს და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 17-წლიანი  გამოცდილების მქონე ბრენდი გამოფენის მონაწილეა და მისი მთავარი მოტივაცია ახალი კონტაქტების დამყარებაა.

 

“ადრე უზბეკეთის ბაზარი არ იყო ხელმისაწვდომი და ის  უცხოელი ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა. ჩვენი ბიზნესმოდელი B2B-ია. გამოცდილებაზე მოთხოვნა  ნამდვილად არსებობს, აინტერესებთ სიახლეების დანერგვა. მსგავსი ფორმატის კონფერენციები ყოველთვის ძალიან ეფექტური და წარმატებულია. გამოფენა საუკეთესო საშუალებაა ჩვენი კომპანია წარვადგინოთ და უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი გავიცნოთ”, - ამბობს იასონ ზარქუა “სოფტგენ ჯგუფის” დამფუძნებელი.

 

უზბეკეთში თანამედროვე, მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. ამ პროცესს კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროებაც ახლავს თან, როგორც საბანკო და ფინტექ სფეროში, ასევე ჯანდაცვაში.

 

“დოქტორიუმი გამოფენაზე წარდგენილი იქნება სტენდით, სადაც წარმოვაჩენთ, თუ როგორ შეიძლება AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა და ციფრული პლატფორმა გახდეს სანდო მხარდამჭერი როგორც ექიმებისთვის, ისე - პაციენტებისთვის. შევისწავლით, თუ რა საჭიროებები და ტენდენციებია უზბეკეთში ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით“, - აღნიშნავს მულტიპროფილური კლინიკა, ,,კანის” დამფუძნებელი და დირექტორი, მაია წურწუმია. მისი თქმით, მთავარი მოლოდინია პარტნიორობა ადგილობრივ კლინიკებთან და სამედიცინო ცენტრებთან, ასევე ციფრული ჯანდაცვით დაინტერესებულ სადისტრიბუციო კომპანიებთან კოლაბორაცია.

 

რადგან ინტერესი და ნდობა ქართული კომპანიებისადმი მზარდია, გამოფენაში მონაწილე  ბრენდებს შესაძლებლობა ექნებათ, მომავალ პარტნიორებს პირისპირ შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმონ.

 

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა