ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პაატა ბურჭულაძე - როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

ნახვები: 618 პაატა ბურჭულაძე - როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის პოლიტიკოსობას არ აპირებს.

„ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ტარიელ ონიანთან და ბაჩო ახალაიასთან ჩემს ნათლიმირონობაზე და მე მინდა მათ ვუპასუხო, რომ მე მათთან წლებია ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

რაც შეეხება მათ მონაწილეობას პოლიტიკაში მინდა გითხრათ, რომ ტარიელისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ბაჩო ახალაია კი კატეგორიულად უარყოფს მის პოლიტიკურ მონაწილეობას.

ასე, რომ პოლიტიკის გარეშე ვიმეგობრებ მათთან, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას. 4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა ,,ოცნებას" მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა“, - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა