ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

"ივანიშვილის დრო იწურება... ყველაფერი დასრულებულია, შეუსრულა ხაბემ" - ზოდელავა

ნახვები: 613 "ივანიშვილის დრო იწურება... ყველაფერი დასრულებულია, შეუსრულა ხაბემ" - ზოდელავა

"ივანიშვილის დრო იწურება... ყველაფერი დასრულებულია, შეუსრულა ხაბემ" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა და 4 ოქტომბერსა და პროკურატურის დღევანდელ განცხადებაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, 700 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არა კორუფცია, არამედ უმოწყალო ძარცვაა. 

მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ თუ საქართველოში "ვიღაცამ 700 მილიონი იშოვა იმიტომ იშოვა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აკონტროლებდა". 

ყველაფერი ხომ ნანახი გვაქვს, მაგრამ დადასტურდა - საიდან მილიონიანი ქორწილები? საიდან ნახევარ-მილიონიანი ავტომობილები? საიდან ფეშენებელური ვილები ევროპაში და დუბაიში - ყველაფერი აგერ არის. ხალხი უმოწყალოდ იძარცვება. იძარცვება ივანიშვილის ხელდასმით, მაგრამ ახლა, ჩემი აზრით, მაშინ, როდესაც უკვე ივანიშვილის დრო იწურება, ანერვიულდა პატივცემული და ხან ამ ფულს ეპოტინება ამათგან, ხან ცდილობს, რომ ხელისუფლებას მოეპოტინოს, მაგრამ ყველაფერი დასრულებულია, შეუსრულა ხაბემ [ლევან ხაბეიშვილმა]. 

ერთმანეთის ძიძგილაობაში ეს მოხდა ყველაფერი შესრულდა, დაინიშნა კონკრეტული თარიღი. ხალხმა იცის რატომ უნდა წავიდეს ივანიშვილი ხელისუფლებიდან, საჭიროა გაიგონ, როდის - ესეც იციან უკვე, ეს არის 4 ოქტომბერი, სად - თბილისში, რუსთაველის გამზირზე, როგორ - როგორ და ბევრი ხალხით. 

ეს არ არის კორუფცია, ეს არის უმოწყალო ძარცვა...

ჩვენ არ ვართ 200-მილიონიანი ქვეყანა. წარმოუდგენელია ჯერ იქაც ასეთი მასშტაბური ძარცვა, ბევრი არ გაგვიგია. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით, სადაც თუ ვიღაცამ 700 მილიონი იშოვა იმიტომ იშოვა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აკონტროლებდა და ასეთი ბევრი არ ყოფილა. კი, "ოცნებამ" მოიცვალა რამდენიმე პრემიერმინისტრი, მაგრამ ბევრი ნამდვილად არა. აქ კონკრეტული ჩემთვის არის ი.ღ." - განაცხადა ზოდელავამ. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ცოტა ხნის წინ განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია ვინ დააკავეს.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა