გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

მარკ კულსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა

ნახვები: 572 მარკ კულსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა

მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებით, რაც სერიოზულად აფერხებს ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის შესაძლებლობას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტმა, მარკ კულსმა განაცხადა.

კულსის განცხადებით, კონგრესი მზადაა ითანამშრომლოს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, რათა უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

„მე ვაკვირდები რვა ოპოზიციური პარტიის მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს. მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პირობები ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული. კონგრესი მზადაა ითანამშრომლოს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, რათა უზრუნველყოს ამ პირობების შესრულება.

2025 წლის 26 მარტს მიღებულ რეზოლუციასა და რეკომენდაციაში კონგრესმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, განაახლოს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე და ყველა დაინტერესებულ მხარესთან - მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან - პოლარიზაციის შესამცირებლად, პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის აღსადგენად და ოპოზიციის მონაწილეობის უფლებების დასარეგულირებლად. ეს აუცილებელია 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ დემოკრატიული გარემოს პირობების აღსადგენად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

კულსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა და მმართველობის ყველა დონეზე პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს.

„დღეს, კონგრესის სახელით, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ მოწოდებას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა და დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი მმართველობის ყველა დონეზე, რათა შეიქმნას ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობები, როგორც ეს მოთხოვნილია კონგრესის რეკომენდაციაში 476(2022) ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების უფლებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტმა კულსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა