მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ALDE-ს დოკუმენტში, უკრაინასთან ერთად, საქართველოს EU-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაც ჩაიწერა

ნახვები: 630 ALDE-ს დოკუმენტში, უკრაინასთან ერთად, საქართველოს EU-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაც ჩაიწერა

ევროპარლამენტის პარტია ALDE-ს წევრები მათი პარტიის ლიდერების საგანგებო სამიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ევროპულ საზოგადოებას მოუწოდებენ, დაიწყოს ფართო კონსულტაციები უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების დაჩქარებულად გაწევრიანებაზე. ერთობლივ განცხადებას პარტია სტრატეგია აღმაშენებელი ავრცელებს.

"ევროკავშირისკენ მიმავალი გზა განპირობებული უნდა იყოს სახელმწიფო მეთაურების მიერ სუვერენიტეტზე, საერთაშორისო სამართალზე, ევროპულ ღირებულებებზე თავდასხმის აღიარებით; რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის აშკარა დაგმობით.

ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ფინანსური მხარდაჭერის ფონდი, "მარშალის სტილის" პაკეტი უკრაინის აღსადგენად;

ჩვენ, ასევე უნდა დავაჩქაროთ ჩვენი სტრატეგიული გადახედვა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო სპორტულ და კულტურის ორგანიზაციებს, ინსტიტუტებსა და ფედერაციებს, რუსეთი გარიცხონ მათი რიგებიდან, ასევე აკრძალონ რუსეთის მონაწილეობა ღონისძიებებში;

ამავე დროს ჩვენ სოლიდარულები ვართ და ვაფასებთ რუსეთის ყველა იმ მოქალაქის სიმამაცეს, ვინც რუსეთში რისკავს დაპატიმრებით და აპროტესტებს მათი პრეზიდენტის ომს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელით დაიწყო. ჩვენ ვადასტურებთ უწყვეტ მორალურ მხარდაჭერას ჩვენი წევრი პარტიების მიმართ რუსეთში", - წერია განცხადებაში.

სტრატეგია აღმაშენებლისა, რესპუბლიკური პარტიის და თავისიფალი დემოკრატების მონაწილეობით, AlDES ლიდერების მიერ შემუშავდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. პარტიებმა სტრატეგია აღმაშენებელმა, რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა შესთავაზეს დღევანდელ დახურულ საგანგებო შეხვედრაზე, რომ ევროკავშირში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების განხილვა დაწყებულიყო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა