გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

გადანაწილებულია, ზოგმა გირაო გადაიხადოს, გარეთ დარჩეს და მავნებლური პოლიტიკით იმუშაოს - ივანიშვილის წილოსანი

ნახვები: 569 გადანაწილებულია, ზოგმა გირაო გადაიხადოს, გარეთ დარჩეს და მავნებლური პოლიტიკით იმუშაოს - ივანიშვილის წილოსანი

ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ, ეს უცხოეთში გაყიდული იყოს ისე, რომ თითქოს, საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში და ისეთი ცრუ ნარატივი გავრცელდეს, რაც აქამდეც ჰქონდათ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან რიგი ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ”ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა” ახლა ამ ფორმატში გრძელდება.

“ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა წამოიწყეს, ახლა ამ ფორმატში გრძელდება. როდესაც კანონში გაწერილია აღკვეთი ღონისძიებები, მათ შორის, როცა პირს აქვს შესაძლებლობა, რომ გირაოთი შეიცვალოს დაპატიმრების ღონისძიება, ეს მისი უფლებაა. მაგრამ, როდესაც ამ უფლებით არ სარგებლობს და არ იხდის გირაოს, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებაში უნდა მოვიდეს და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში გირაოს არგადახდის პირობებში პირი იქნება დაპატიმრებული, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად არ უნდა იყვნენ გამონაკლისები ისეთი ოდიოზური პირები, როგორადაც თავი წარმოუდგენია, მაგალითად ზურა გირჩი ჯაფარიძეს თუ სხვებს. კანონმა მათ შემთხვევაშიც უნდა იკანონოს”, - განაცხადა წილოსანმა.

მისი თქმით, ოპოზიციონერების გადაწყვეტილება - გირაო არ გადაიხადონ, ერთის მხრივ, უკავშირდება კანონის დაუმორჩილებლობას, რაც საკანონმდებლო ჩარჩოს არევს.

“რადგან თუ კანონი ერთი ადამიანის მიმართ ვერ მუშაობს, სხვების შემთხვევაში, როგორ იმუშავებს? - ამიტომ, თუ მათ ეს გაუვათ, ეს სახელმწიფოსთვის საზიანო იქნება. მეორე მხრივ, ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ, ეს უცხოეთში გაყიდული იყოს ისე, რომ თითქოს, საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში და ისეთი ცრუ ნარატივი გავრცელდეს, რაც აქამდეც ჰქონდათ. მათი ნაწილი ისეა გადანაწილებული, რომ ზოგმა გირაო გადაიხადოს და გარეთ დარჩეს, მავნებლური პოლიტიკით იმუშაოს, ხოლო მეორე ნაწილმა თავი დაიტუსაღოს, რათა ის სურათი შექმნან, რაც უნდათ, რომ საზღვარგარეთ გაყიდონ”, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გირაო შეუფარდა. გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლომ 14 მაისს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა და ის დარბაზში დააკავეს.

გირაოს გადახდას არ აპირებს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის - ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომლის სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის გირაოს გადაიხდის.რაც შეეხება “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა