ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ მართლაც გაუშვეს რაკეტები, თუმცა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი-ლუკაშენკო

ნახვები: 968 ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ მართლაც გაუშვეს რაკეტები, თუმცა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი-ლუკაშენკო

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, ამას ომსაც არ დავარქმევდი, ეს არის კონფლიქტი. ერთი-ორი დღე ომი იქნება და სამი დღის შემდეგ კი ხორცის საკეპ მანქანად გადაიქცევა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, „ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ მართლაც გაუშვეს რაკეტები, თუმცა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგან უკრაინა", ლუკაშენკოს თქმით, „რუსეთზე თავდასხმას აპირებდა და ამისთვის მზად ჰქონდა რაკეტები ბელორუსის საზღვართან".

ლუკაშენკომ მოუწოდა უკრაინას, „გახდეს ისეთი ქვეყანა, როგორც ბელარუსია - ნეიტრალური, ბირთვული იარაღის გარეშე".

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა".

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მინსკში მოლაპარაკებებს არ გამართავენ.

„ჩვენ არ ვისაუბრებთ მინსკში, დაე, იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი იმ ქვეყნისა, საიდანაც უკრაინაში რაკეტები არ მოფრინავს",- აცხადებს ზელენსკი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა