დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს

19.04.2025 ნახვები: 517

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს წერილით აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) მიმართავს.

„მოგიწოდებთ გადადოთ მომდევნო კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი. მიუხედავად იმისა, რომ მესმის, ეს რეგიონში ვიზიტის ნაწილია. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და მთავრობის ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას მოემსახურება.

გასულ ოქტომბერს ეუთო-ს დამკვირვებლების დასკვნები, რომ პროცესი დაზიანებული იყო ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო კანონმდებლობების უარყოფითი გავლენითა და ამომრჩევლებზე ზეწოლით, კითხვის ქვეშ აყენებს “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმურობას. მას შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი კამპანია და უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების დაპატიმრებები დაიწყეს.

მხოლოდ ამ კვირას, “ქართული ოცნების” მიერ მართულმა პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მოსთხოვს უცხოურ დონორებს - მათ შორის ეუთო-ს მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გრანტებისთვის მთავრობის დამტკიცება მიიღონ; დასაჯონ დაუმტკიცებელი გრანტების მიმღებები; და გაამკაცრონ პოლიტიკური პარტიების აქტიურობებზე შეზღუდვები.

აქამდე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უკვე გაამკაცრეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა და მედიისთვის უცხოურ დაფინანსებაზე კონტროლი. მომდევნო კვირას თბილისში შეხვედრებს თუ მაინც განახორციელებთ, ამით მესიჯს გაგზავნით, რომ თქვენ - და პოტენციალურად ეუთო - მხარს უჭერთ “ქართული ოცნების” მთავრობას და მის ანტი-დემოკრატიულ ქმედებებს. თუნდაც ეს არის იყოს თქვენი განზრახვა, ყველა წარსული გამოცდილება იმაზე მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ასახავს ვიზიტს როგორც მათი პოლიტიკის მხარდაჭერას. გთხოვთ, გადადოთ საქართველოში თქვენი ვიზიტი მანამდე, სანამ ვითარების გაუმჯობესება არ იქნება, რომელიც შესაბამისი იქნება ეუთო/ოდირის არჩევნებზე, უცხოური აგენტების კანონსა და დემონსტრანტების მოპყრობაზე წინა განცხადებებთან”, - ნათქვამია წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა