ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
დონალდ ტრამპი - ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა
კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო
NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება
საია - სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა
დღეიდან, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა
ტრამვაის ხაზი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა აშენდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში დამატებითი F-16-ები მიიღო

20.03.2025 ნახვები: 495

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანამ კიდევ რამდენიმე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უკრაინაში დამატებითი F-16-ები ჩამოფრინდა. ეს კარგი ახალი ამბავია", - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა მოიერიშე თვითმფრინავების რა რაოდენობა მიიღო უკრაინამ და რომელი ქვეყნიდან.

პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის განცხადებას სუმის ოლქში F-16-ის ჩამოგდების შესახებ და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"რუსებმა მოიტყუეს, რომ ჩამოაგდეს F-16-ი. ტყუილია! F-16-ი არავინ ჩამოუგდია! აი, რამდენიმე F-16 კი ნამდვილად ჩამოფრინდა უკრაინაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა