ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
დონალდ ტრამპი - ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა
კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო
NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება
საია - სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა
დღეიდან, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა
ტრამვაის ხაზი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა აშენდეს

ნანუკა ჟორჟოლიანი - ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც

18.03.2025 ნახვები: 558

ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც, ამას ვუშვებ, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელიც პროკურატურაში იმყოფებოდა და წერილი დატოვა, სადაც ითხოვს სასამართლოს განჩინება გააცნონ, სადაც ახსნილი იქნება, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი.

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, პროკურატურა ოფიციალურად არ აცნობს ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი.

„ოფიციალური განჩინება არ ჩაგვბარებია. პროკურატურა ოფიციალურად არ მატყობინებს რა იყო მათი საფუძველი, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება. ერთია რომ ზედაპირულ განცხადებას ავრცელებენ, მეორე რა დევს საქმეში, რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, რომ პროკურორების სახელებსა და გვარებს მიმალავენ. კარგად იციან რა იქნება ჩემი რეაქცია ამ პროკურორების მისამართით. კანონი არ გვიკრძალავს, მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროკურორს სახელობითად გავაგებინოთ სინამდვილეში რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები. ახლა ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც, ამას ვუშვებ. ხომ გეცინებათ, ხომ ფიქრობთ რომ „ქოცებმა“ რა სიგიჟე შესაძლოა ჩაიდინონ, მე ამას ვუშვებ“,- აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა