ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

The Telegraph - ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა

ნახვები: 619 The Telegraph - ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა

ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

The Telegraph-ი წერს, რომ იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ კვლევით ლაბორატორიას, რომლის ძალისხმევითაც უკრაინაში ასობით ბავშვი დაბრუნდა, ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მიერ ფედერალური ხარჯების შემცირების შედეგად, დაფინანსება შეუჩერდა.

„ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორიის მკვლევრებს შეატყობინეს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით მუშაობისთვის მათი საქმიანობის დაფინანსება შეჩერდა. ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორია ღია კოდის გამოყენებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიზისებს იძიებს და იკვლევს“, - განაცხადა იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა დაახლოებით, 20000 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა