მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომელიც აღადგენს ნდობას, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ

ნახვები: 568 ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომელიც აღადგენს ნდობას, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება ომის დასრულებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი უნდა იყოს. ზელენსკიმ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები „ყველა ყველასათვის“ ფორმატში და ეს სამართლიანი ვარიანტია.

„ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომელიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებშიც ომის დასრულებაზე საუბრობენ. რეალური სიტუაცია. ახლა კი ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული. ზოგიერთი მათგანი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაუშვას უკრაინელები. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველა ყველასთვის და ეს სამართლიანი ვარიანტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის, ევროპის, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით უნდა გაიმართოს.

„პირველი - ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და ამიტომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს ევროპასთან ერთად. რუსეთის სტრატეგიული სამიზნე სწორედ ევროპაა, ევროპული ცხოვრების წესი. ეს ნიშნავს, რომ მისი უსაფრთხოება და ევროპის ბედი ევროპის გარეშე არ შეიძლება განისაზღვროს. უკრაინა, ევროპა ამერიკასთან ერთად - ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის მოპირდაპირე მხარეს, რათა მშვიდობის აუცილებლობა კვლავ არ დაირღვეს ნორმალიზაციის, გადატვირთვის ან შერიგების დაპირებებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა