ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

გამოკითხულთა 52% აშშ-ის მიერ ივანიშვილის სანქცირებას სამართლიანად მიიჩნევს - ISSA-ის კვლევა

ნახვები: 566 გამოკითხულთა 52% აშშ-ის მიერ ივანიშვილის სანქცირებას სამართლიანად მიიჩნევს - ISSA-ის კვლევა

გამოკითხულთა 52%-მდე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სამართლიანად მიიჩნევს, ხოლო თითქმის ამდენივე - შსს მაღალჩინოსნების მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ 2025 წლის 18-30 იანვარს ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში.

კითხვაზე - რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები, გამოკითხულთა 52%-სთვის დაწესებული სანქციები სამართლიანია. სანქციები უსამართლოდ მიაჩნია მხოლოდ 31%-ს.

  • 34.4% - სრულიად სამართლიანია
  • 17.9% - უფრო სამართლიანია
  • 15.9% - ძნელი სათქმელია
  • 17.5% - უფრო უსამართლოა
  • 13.5% - სრულიად უსამართლოა
  • 0.7% - უარი

კითხვაზე აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ივანიშვილის გავლენას/ძალაუფლებას უფრო მეტად აძლიერებს თუ ასუსტებს, მინიმუმ ყოველი მეორე რესპონდენტი (51.2%) თვლის, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ბიძინა ივანიშვილს ასუსტებს. ამასთან, 45%-ის აზრით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება უნდა გაგრძელდეს.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. გამოპასუხების წილი: 74.4%; საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში. კვლევის დონორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალრეტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა