მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას არ აქვს უფლება დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ

ნახვები: 631 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას არ აქვს უფლება დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ

უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მისაღები იქნება თუ არა კიევისთვის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს შეინარჩუნებს.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მუშაობა ომის ცხელი ეტაპის დასრულებაზე. მისივე თქმით, თავად კრემლის მმართველ პუტინს ჯერჯერობით არ ესმის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან, ამიტომ აშშ-მა და ევროპამ მასზე ზეწოლა უნდა განახორციელონ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ურჩევს პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებას კითხვით, თუ რა სურს და რას სთავაზობს თავად ის.

„მან ყველაფერი დაარღვია, დამნაშავეა. მან უნდა იცოდეს რა დაარღვია, რა დააშავა და ა.შ. თუ მასთან თანაბარ დონეზე დაიწყებთ მასთან, ეს უკრაინისთვის წამგებიანი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა