დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

საბა სხვიტარიძე, რომლის წინააღმდეგაც ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც იყო დაწყებული, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

27.12.2024 ნახვები: 565

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძე, რომლის წინააღმდეგაც ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც იყო დაწყებული, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავს გადაწყვეტილებით, საბა სხვიტარიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

საბა სხვიტარიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამი მუხლით, 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამასთან, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბა სხვიტარიძეს ედავებიან, რომ ის პოლიციელს თავს დაესხა და მას თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა