ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ეუთო/ოდირი - საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში

ნახვები: 615 ეუთო/ოდირი - საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

"აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“.

„არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა აღმოაჩინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა, რაც სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზღუდავდა, ხოლო პროტესტების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანად შეკრების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გააჩინეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ კანონიერი ჩარჩო შესაბამის საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროის ხშირი შესწორებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რამაც პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაზე შეშფოთება გაზარდა, და იმეორებს ODIHR-ის დიდი ხნის რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვისთვის.

„მანდატის თანახმად, ეუთო/ოდირი არც სცნობს და არც ადასტურებს არჩევნებს. ნაცვლად ამისა, ODIHR უნივერსალურ პრინციპებზე, საერთაშორისო ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ყველა წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებაზე დაყრდნობით საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას იძლევა. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება არჩევნების ხარისხზე," - ნათქვამია განცხადებაში.

„მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს," - განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა