ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა

დონალდ ტრამპი და ოლაფ შოლცი - ომი უკრაინაში ძალიან დიდხანს გრძელდება

ნახვები: 655 დონალდ ტრამპი და ოლაფ შოლცი - ომი უკრაინაში ძალიან დიდხანს გრძელდება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელზე, შტეფენ გებესტრაიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრამპმა და შოლცმა ევროპაში უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრეს.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ძალიან დიდხანს გრძელდება და რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გზაზე რაც შეიძლება სწრაფად დადგომა“, - დასძინა გებესტრაიტმა.

ამავე დროს, შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია გააგრძელებს რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა