ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს

ნახვები: 619 „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს

ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკასთან - მის შემოტანა, რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, ეს სფერო მოწესრიგებული იყოს.

აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიმდინარე კვირას მიიღებს.

“ბევრი დემონსტრაცია და მიტინგი გვინახავს, როდესაც დემონსტრანტები შენიღბული იყვნენ. ეს ყოველთვის იწვევდა კითხვის ნიშნებს, თუ რა მოტივაციაა ამ ადამიანების უკან. ასეთი რეგულაციები როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში, ასევე აშშ-ში მოქმედებს. იდეა მარტივია - ერთი მხრივ, შესაძლებელი უნდა იყოს ადამიანების იდენტიფიცირება, მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი შენიღბულია და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება გართულებულია, ის რა თქმა უნდა, უფრო თამამია კანონდარღვევაში და აგრესიაში. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ევროპაში არსებობს. ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს.

ამ მხრივ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში არის რეგულაციები, როდესაც სახის დაფარვა მთლიანად საჯარო სივრცეში აკრძალულია. ჩვენ უფრო მსუბუქ რეგულაციას მივყვები, როდესაც ასეთი შეზღუდვები მხოლოდ შეკრებების დროს მოქმედებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პიროტექნიკას, პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას გასულ წლებში ითხოვდნენ.

“ამაზე გასულ წლებში საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრინველებსა თუ ცხოველებზე სწუხდნენ და ახალ წელს მოგვიწოდებდნენ, რომ არ გამოეყენებინათ პიროტექნიკა იმისთვის, რომ ფრინველებს გაფრთხილებოდნენ. ბოლო ერთი კვირაა ჩანს, NGO-ს თუ ცხოველთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებისთვის რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან თავისი წარმოდგენით.

ეს რეგულაციები დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ საჭიროა ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა