ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
War update: 170 clashes on frontline over past day, Russian forces intensifying assaults in three sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day

საპროტესტო აქციაზე მიმავალი ქალი ავარიაში დაიღუპა - რას წერდა ელზა მებურიშვილი გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში

07.12.2024 ნახვები: 579

საპროტესტო აქციაზე მიმავალი ქალი, რომელიც ავარიაში დაიღუპა, გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე სოციალურ ქსელში ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკისა და აქციაზე შვილების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ წერდა. 

"შენი შვილიშვილის თანატოლები...რომ იწამლებიან და იჭყლიტებიან, ენა როგორ გიბრუნდება იმის სათქმელად რომ ,,ღირსები არიან" - წერდა ელზა მებურიშვილი სოციალურ ქსელში. 

"ძალიან ცოტანი ვართ ქართველები საიმისოდ ,, სხივისი ჭირი,ღობეს ჩხირი რომ იყოს".... ის რომ არ გესმით ადამიანები აქციაზე დგომით მარტო თავისი კი არა თქვენი ქვეყნის გადარჩენასაც ცდილობენ არა უშავს, მაშინ როდესაც თქვენ ,,ახლის შიშით" შეჩვეულ ჭირს ეგუებით,......შენ ,,დეგრადირებულო ქართველო" ,როცა უნარი არ გაქვს  უკეთესობისკენ შეცვალო შენი ყოფა და ჭაობში ზიხარ  და თან ამით კმაყოფილი ხარ! კმაყოფილი ხარ იმით რომ 12 წელია სოციალურად დაუცველის სტატუსი გაქვს და არქიპოზე ლოცულობ!.... არა გრცხვენია მაინც?!....სოციალურს რომ აიღებ და ,,გარყვნილ" ევროპაში მიდიხარ სამოგზაუროდ არც მაშინ გრცხვენია?! არც ჩემი არ გრცხვენია 24/7- ზე რომ ვმუშაობ და შენ გინაწილებ , ზუსტად გინაწილებ ჩემს გამომუშავებულ თანხას სოციალურის სახით!... განათლება არ გაქვს, გონება არ გაქვს! სირცხვილის გრძნობა არ გაქვს! მაგრამ  თანაგრძნობის უნარი სად წაიღე? შენი თანატოლი გოგო-ბიჭები,შენი შვილის თანატოლები! შენი შვილიშვილის თანატოლები...რომ იწამლებიან და იჭყლიტებიან,ენა როგორ გიბრუნდება იმის სათქმელად რომ ,,ღირსები არიან"... ღმერთს  მაინც ახედე, ვაიდა რას გიმზადებს ხვალ ბედისწერა. მნიშვნელობა არა აქვს ვის მხარეს დგანან,რისი ჯერავთ ან სწამთ! ადამიანები არიან.... თქვენი სისხლი და ხორცი დგას იქ... და,ძმა,დეიდაშვილი, მამიდაშვილი,ბიძაშვილი....მეგობრებზე არაფერს ვამბობ! თქვენი სისხლი და ხორცი იხრჩვება იქ, იმდენი სინდისი მაინც იქონიოთ იქნება რომ, ჩუმად ყოფნით მაინც დადოთ პატივი", - წერდა ელზა მებურიშვილი. 

ჩვენი კოლეგა საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა და ავარიაში დაიღუპა - ამის შესახებ განცხადებას ჯიპიაი ჰოლდინგი ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო. 

ირკვევა, რომ მანქანაში იმყოფებოდა ასევე გარდაცვლილის დედაც, რომლის გადასარჩენად ამ წუთებში ექიმები იბრძვიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა