ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
War update: 170 clashes on frontline over past day, Russian forces intensifying assaults in three sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day

იოსელიანი: დაკავებულების ნაწილს აღენიშნებათ სისხლნაჟღენთები, საუბრობენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე

07.12.2024 ნახვები: 519

სახალხო დამცველმა თბილისში და გურჯაანში დაკავებულები, ჯამში 34 მომიტინგე მოინახულა. ლევან იოსელიანის თქმით, დაკავებულების ნაწილს აღენიშნებათ სისხლნაჟღენთები, ასევე ისინი საუბრობენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.

ომბუდსმენი ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ დაკავებულების დიდი ნაწილი მიუთუთებს ნივთების დაკარგვაზე. იოსელიანი შსს-ს მოუწოდებს დაკავებულებს ჩამორთმეული ნივთები დაუბრუნონ.

"თბილისში და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს აღენიშნება სახეზე სისხლნაჟღენთები. ძალიან ბევრი მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც მათ დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან შიგნით, ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას, მათ შორის ვნახე თქვენი კოლეგა, ბექა ყორშია, დაზიანებები არ აღენიშნება, ალბათ, დანარჩენზე თავად ისაუბრებს. მინდა მოვუწოდო შსს-ს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტზე, და ყველა ტელეფონი, ყველა ნივთი,  ომელიც ჩამოართვეს პროტესტის მონაწილებს, აუცილებლად დაუბრუნონ",- განაცხადა იოსელიანმა. 

 

 
 
 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა