ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

მეუფე საბა - საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს

ნახვები: 567 მეუფე საბა - საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს

ჩვენ სამშობლოს სხვა გზა არ ქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს - მე როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, სასულიერო პირის თქმით, ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.

„ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა!

ჩვენ სამშობლოს სხვა გზა არ ქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. ჩვენ ვართ ნაწილი ამ უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის, ჩვენ ვართ აღმოსავლეთში ევროპის ნამდვილი კარიბჭე და ჩვენ, არათუ მის გარეთ დგომა, არამედ მასში ყოფნა და მის სრულფასოვან წევრად მყოფობა გვევალება, მითუმეტეს რომ ამას ამყარებს ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია და მისი წყარო ქართველი ხალხი!

ჩემის მხრივ ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას ყველა მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის იგი, ძალადობა იმსახურებს დაგმობას!

მე, როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, რომელიც უპირველესად გადის კონსტიტუციის დაცვაზე და რომლის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია!“ - წერს მეუფე საბა „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა