გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

დღევანდელი შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელმა მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს-კობა გვენეტაძე

ნახვები: 488 დღევანდელი შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელმა მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს-კობა გვენეტაძე

კურსს როდესაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, მასთან შებრძოლება შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესები, რომლებიც ხდება მსოფლიოში ან კიდევ რეგიონსა და ქვეყანაში, აისახება გაცვლით კურსში.

„შეუძლებელია, კომენტარები გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში, მაშინ როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი არის. მერყეობა იყო და რა თქმა უნდა, იქნება, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში, ის სხვადასხვა მოლოდინებები ან კიდევ მიმდინარეობები, რომლებიც ხდება მსოფლიოში ან კიდევ რეგიონსა და ქვეყანაში, აისახება გაცვლით კურსში. იმ შემთხვევაში, როცა არის შედარებით დიდი მოძრაობები ერთიანი მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ე.წ. ბიმეჩის პლატფორმა, სადაც ვაკეთებთ ინტერვენციებს ორივე მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად აღმოფხვრის ასეთ მოძრაობას. როდესაც კურსს განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ამ კურსის მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით და მასთან შებრძოლება შეუძლებელია, რადგანაც თუ ასეთი შებრძოლება მოხდა, ეს დამთავრდება ისეთი შედეგებით, როგორც ჩვენს ერთ-ერთ სამეზობლო ქვეყანაში დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, როდესაც არის მცურავი გაცვლითი კურსი, მას ახასიათებს მერყეობა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძემ ინფლაციის ზრდის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გლობალურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას მარტიდან დაიწყებს.

„რაც შეეხება ინფლაციას, მოდით, არ დავაშოროთ ერთმანეთს გლობალური საკითხი და საქართველოს საკითხი. თუ 2020 წელს გლობალურად პანდემიის გამო, ხაზს ვუსვამ, პანდემიის გამო დიდი პრობლემა იყო ზრდა, უმრავლეს სახელმწიფოებში უარყოფითი ზრდა დაფიქსირდა და გლობალურადაც უარყოფოთი დაფიქსირდა, უკვე გლობალურად წამოვიდა ინფლაციის პრობლემა საქართველოში. ბევრი განვითარებული ეკონომიკის ქვეყანაში ინფლაცია ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა, მაგალითად, აშშ-ში 7,05. რა თქმა უნდა, საქართველოც გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ეს აისახა საქართველოშიც.

დღევანდელი შეფასებით და ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის შეფასება, ეს არის საინვესტიციო ბანკების შეფასება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება უნდა დაიწყოს მარტის თვიდან. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება კურსის გამყარება, ეს დაეხმარება პროცესს, რომ ინფლაცია მაღალი აღარ იყოს. ჩვენ ვიღებთ ყველა ზომებს, რომელიც საჭიროა ამ შემთხვევაში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა