ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

არარსებული ორგანიზაციები და რეალური ადამიანები - გაყალბების კიდევ ერთი სქემა, რა მოხდა მარნეულში?

ნახვები: 619 არარსებული ორგანიზაციები და რეალური ადამიანები - გაყალბების კიდევ ერთი სქემა, რა მოხდა მარნეულში?

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ცოლ-ქმარმა, ეკა აგლაძემ და გრიგოლ გაგნიძემ საარჩევნოდ შექმნილ გამოგონილ ორგანიზაციებში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაარეგისტრირეს, თითოეული მათგანი მმართველ პარტიასთან არის აფილირებული.

გამოგონილ ორგანიზაციაში რეგისტრირებულებს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე ოფიციალური აკრედიტაცია მიანიჭა. ძირითად შემთხვევაში ეს ადამიანები სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული პირები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. აღნიშნული პირები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ორგანიზაციაში დასაქმებული ერთ-ერთი პირი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი რამაზ კარახმაზლი, რომელიც მარნეულის ნომერ მე-7 უბანზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენელს გადაღების საშუალებას არ აძლევდა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა სხვა დამკვირვებლების მიმართ.

საარჩევნოდ შექმნილი ორგანიზაციების წევრებმა არჩევნების დასრულება მარნეულის მერ, ზაურ დარგალთან ერთად რესტორანში აღნიშნეს.

გამოგონილი ორგანიზაციის დამფუძნებლები, ეკა აგლაძე და გრიგოლ გაგნიძე "მთავარი არხის" ზარებს არ პასუხობენ.

 

მთავარი არხი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა