მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

საია - ს თავმჯდომარე - საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს

ნახვები: 632 საია - ს თავმჯდომარე - საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს

ცესკო გვეუბნება, ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს.

„ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცესკო გვეუბნება, ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს, რომელიც წესით მარტო წინა მხარეს უნდა ჩანდეს.

24 მოსამართლეს, ვისაც დღეს და ხვალ ჩვენი 24 სარჩელი დაეწერება, ეძლევა შანსი, ეს აბსურდი დაასრულოს“,- წერს „ფეისბუქზე“ საია-ს თავმჯდომარე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა