„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"
დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე
ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ

ჯვარს გვაცვეს, რომ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ-ალეკო ელისაშვილი

15.02.2022 ნახვები: 848

საყოველთაო ლანძღვის ობიექტები ვიყავით და ჯვარს გვაცვეს, რომ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და სიას ნუ ხსნით, „ნაციონალური მოძრაობა" იხვეწება, სიები აღგვიდგინეთო, გამოვიდეს და ბოდიში მოგვიხადოს, მართლები იყავითო, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწყო „სიცანცარის აღლუმი".

„ელენე ხოშტარიას პარლამენტის წევრობა თავად არ უნდა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ, შესაბამისად, ამ საკითხს მხარს დავუჭერ. შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ, რადგან ამ ქვეყანაში არის ყველაზე უპასუხისმგებლო დეპუტატი და პოლიტიკოსი. არ იმსახურებს იმას, რომ პარლამენტის წევრი იყოს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს, რადგან არის ძალიან კარგი დეპუტატი, პასუხისმგებლიანი, სხდომას არ აცდენს და ყოველთვის აქვს პრინციპული პოზიცია. სადღაც მგონია, რომ „ქართული ოცნება" არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას. საყოველთაო ლანძღვის ობიექტები ვიყავით და ჯვარს გვაცვეს. მაგალითად, იმაზე, რომ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და სიას ნუ ხსნით. „ნაციონალური მოძრაობა" იხვეწება, სიები აღგვიდგინეთო. გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა" და ბოდიში მოგვიხადოს - მართლები იყავით და რატომ არ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევაო. მაშინ, სიცანცარის აღლუმი მოაწყეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა