გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ციხეში შეხვედრებს არეგულირებს საკანონმდებლო რეგულაციები-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 492 ციხეში შეხვედრებს არეგულირებს საკანონმდებლო რეგულაციები-არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში სარგებლობს იმ უფლებებით, რაც პატიმარს აქვს, მათ შორის პაემნის უფლებით.

მისივე თქმით, ამ კუთხით მას პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს.

„ჩვენი ათი ათასამდე თანამოქალაქე, რომელიც მსჯავრს იხდის სასჯელაღსრულების სისტემაში, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის აზრით, გამოდის, რომ ყველა არის ზეწოლის ქვეშ და ამ ზეწოლაზე პრეტენზია მხოლოდ სააკაშვილს აქვს. ანუ, სააკაშვილის აზრით, დანარჩენებმა თავისი უფლებები არ იციან და არ აქვთ „პატიმრობის კოდექსი" წაკითხული, ეკუთვნით პაემანი ყოველდღე, მაგრამ თვითონ ამბობენ, ამაზე უარს? წაიკითხეთ „პატიმრობის კოდექსი" და ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც არეგულირებს ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან შეხვედრებს. ნახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, ვის თუ არა მას, ამაზე პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. ის მიიღებს ზუსტად იმას, რაც სხვა პატიმრებისთვისაც არის გარანტირებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა