გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ოცნების მერი, თბილისობაზეც კი ომზე და მშვიდობაზე საუბრობს - ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში

ნახვები: 572 ოცნების მერი, თბილისობაზეც კი ომზე და მშვიდობაზე საუბრობს - ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში

ტრადიციად იქცა „თბილისობა“, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული, ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2024 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისმა ბევრი ბრძოლა გადაიტანა, რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს .

„კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია.

ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა „თბილისობა“, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ – ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია, აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი!

ახლა კი გადავიდეთ ჩვენი ღონისძიების კულმინაციურ ნაწილზე – თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, – აღნიშნა მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა