ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

ნახვები: 566 ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

ცესკ-ო ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა.

ამის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, რომელიც დაარღვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას, დაასახელონ არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ცესკოს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად.

საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში განუმარტა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ არა ცესკოს რიგი წევრების კანონის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა, ცესკოს ზოგიერთი წევრის პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის გამო 42 ქვეყანაში მყოფი 65 ათასზე მეტი ამომრჩეველი დარჩებოდა ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. თუმცა, როგორც განცხადებიდან ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის უკანონო, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია უფრო მისაღებია, ვიდრე კანონის დაცვა“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. არჩევნები საერთო საქმეა და ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე ზრუნვა მასში ჩართული ყველა მხარის მოვალეობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა