გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

მამუკა ხაზარაძე - გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს

ნახვები: 570 მამუკა ხაზარაძე - გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს

სამწუხაროდ, დღეს, ჩვენ მოვისმინეთ, რომ მან [გახარიამ] დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება და ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, მე მგონია, რომ რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს, ამის მეტ განმარტებას არ გავაკეთებ, მე მგონი, ყველა მიხვდება, რას ვგულისხმობ იმიტომ, რომ ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა, თუ რატომ ვერ შედგა მასა და გიორგი გახარიას შორის პოლიტიკური გაერთიანება.

მისი თქმით, მოლაპარაკებისას იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს - რომ ეს გაერთიანება არ შეუქმნიდა და არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ მთავრობას და მთავრობას თვითონ შექმნის, რაც ხაზარაძის თქმით, მნიშვნელოვანი ამბავია.

„ეს გაერთიანება იძლეოდა იმის სინერგიას და ვიმეორებ, ამ სინერგიას აწი ჩვენ შევქმნით, რომ შევქმნათ მთავრობა, რომელიც თვითონ დააკომპლექტებს მთავრობას, დანარჩენი უკვე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე გადასაწყვეტი საკითხებია. ამიტომ, ბოდიში და, სპეკულაცია, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ ვიღაცა არ უკრავს, მაგრამ აქეთ ვიღაცისკენ იყურება, ეს, ასე არ არის, ამიტომ ამ სპეკულაციაში არ შევიდეთ. აღარ მინდა სხვა პუნქტები ჩამოვთვალო, მე მგონი, მალე გახდება ეს პუნქტები ცნობილი.

გუშინ ვუთხარი ქალბატონ პრეზიდენტს, რომ მე აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არცერთი ხმა არ დაკარგულიყო და ყველა ის ადამიანი, რომელსაც უნდა ძალიან ძლიერი საქართველო და რომელსაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას, პენსიები მაღალი იყოს და უამრავი ის, რისთვისაც პოლიტიკაში ვარ, შესრულებულიყო. სამწუხაროდ, დღეს, ჩვენ მოვისმინეთ, რომ მან [გახარიამ] დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება და ისეთი რა, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, მე მგონია, რომ რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს, ამის მეტ განმარტებას არ გავაკეთებ, მე მგონი, ყველა მიხვდება, რას ვგულისხმობ იმიტომ, რომ ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამით ყველაფერი ვთქვით. აქ ვართ, დღესაც მზად ვართ ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რაც პრეზიდენტთან იქნა შეთანხმებული, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ხვალ დილიდან ჩვენ ვაგრძელებთ [კამპანიას]. ვგრძნობ, რომ არ მოხდება, იმიტომ რომ მესმის, რომ გუშინ ცუცქირიძე იყო პრობლემა, დღეს შეიძლება სხვა რაღაც პლატფორმა[იყოს], რომელიც არ ვიცი, რა პლატფორმაა საერთოდ. ზეგ შეიძლება ახალი რაღაც იყოს და ამით შეიძლება უბრალოდ ამხელა, უზარმაზარი საქმე, ამხელა კოალიცია დარჩეს საერთოდ არჩევნების მიღმა ტექნიკურად და სამართლებრივად. ამიტომ, ჩვენ ხვალ ვაგრძელებთ ჩვენ კამპანიას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლისას ე.წ. ლუსტრაციის კანონს შემოიღებენ.

„მინდა ყველას, მთელ ჩვენ მოქალაქეებს ვუთხრა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული ხელისუფლება გასტუმრებული იყოს საქართველოდან, რომ ერთ-ერთი პირველი, როცა პარლამენტში შევალთ შევიტანთ „ლუსტრაციის კანონს“, რომელიც არ ეღირსა ამ ქვეყანას, შევიტანოთ იმისთვის, რომ ჩანერგილი ადამიანები არ იყვნენ პოლიტიკაში და მათ საჯარო სივრცეში არ ჰქონდეთ პოლიტიკის კეთების საშუალება და უამრავი სხვა რეფორმა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი გამარჯვების გზაზე დააყენებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა