ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი - გვაქვს გეგმა „მწვანე დერეფნების“ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით

ნახვები: 609 აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი - გვაქვს გეგმა „მწვანე დერეფნების“ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართული მინისტერიალზე განაცხადა, რომ „მწვანე დერეფნების“ გაერთიანება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის ნაწილი გახდება.

„თავდაპირველად ეს პროექტი განიხილებოდა როგორც პროექტი, რომელიც მეტ ენერგიას მიაწვდის ევროკავშირს კასპიიდან, თუმცა პარალელურად ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პროექტი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ყაზახეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. სამომავლოდ ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები ამ მწვანე დერეფნების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომლებიც გახდებიან სავარაუდოდ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის ნაწილი. ასე რომ, შეგვიძლია, ამ პროექტს აზია-ევროპის პროექტი ვუწოდოთ“, – აღნიშნა შაჰბაზოვმა.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმებას, რომელიც შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანას უზრუნველყოფს. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. მწვანე დერეფნით, აზერბაიჯანიდან განახლებადი ენერგიის ევროპაში შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. პროექტის მონაწილეები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა