რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბელგოროდის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღე ხსნიან ცეცხლს, დანგრეულია სახლები, გვყავს დაჭრილები, დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა გლადკოვმა.
გლადკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აპირებს, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა ბელგოროდში, კურსკის მსგავსად, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, რუსეთის კანონმდებლობით მსგავსი რეჟიმის გამოცხადება მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც დაზარალებული მოქალაქეების რიცხვი 500-ს აღემატება, ხოლო მატერიალური ზიანის ოდენობა 500 მილიონ რუბლს აღწევს
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ