ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

ხიზანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროკურატურა შეისწავლის

ნახვები: 489 ხიზანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროკურატურა შეისწავლის

თბილისის მერის თქმით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზის გამო დედაქალაქის ბიუჯეტი რამდენიმე ათეული ათასი ლარით დაზარალდა. ამის გამო ეს საკითხი გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. აღნიშნულ თემაზე კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:

"ხიზანიშვილის ქუჩაზე ერთ გარკვეულ მონაკვეთზე იყო პრობლემები, მოხდა ახლად რეაბილიტირებული ასფალტის ჩაწევა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. შიდა აუდიტს დავავალე მოკვლევა. შედეგად დადგინდა, რომ სანიაღვრე ქსელის არსებობის გაუთვალისწინებლობის გამო დოკუმენტაციაში იყო სერიოზული ხარვეზები და მთელი ჯაჭვი პრობლემების. დაახლოებით 85 000 ლარით დაზარალდა დედაქალაქის ბიუჯეტი. აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით, ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და ეს საკითხი გადაეგზავნება გამოძიებისთვის პროკურატურას," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა