ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

თუშიშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას და მას სულამანიძე ჩაანაცვლებს

ნახვები: 567 თუშიშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას და მას სულამანიძე ჩაანაცვლებს

ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. ქართველმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო, მაგრამ ვაზარი გაუშვა და ნახევარფინალის საგზური რინერმა მოიპოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილის  სასჯელი ეხება მთლიანად ოლიმპიურ თამაშებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებას. ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე მონაწილეობაც, სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

გუნდურ შეჯიბრებაში კი, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტს, რომენ დიკოს შეხვდა. ქართველი ფრანგ ძიუდოისტთან გაფრთხილებებით დამარცხდა.

ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა