ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სამოქალაქო მოძრაობას - „აირჩიე ევროპა“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ახალგაზრდული ჯგუფები შეუერთდნენ

ნახვები: 614 სამოქალაქო მოძრაობას - „აირჩიე ევროპა“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ახალგაზრდული ჯგუფები შეუერთდნენ

სამოქალაქო მოძრაობას - „აირჩიე ევროპა“, ის ახალგაზრდული ორგანიზაციები შეუერთდნენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებაში იყვნენ ჩართულები.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მოძრაობა პირველ ეტაპზე დაიწყებს საინფორმაციო კამპანიას, რათა მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა 26 ოქტომბრის არჩევნებში.

„დღეს სამოქალაქო მოძრაობა - „აირჩიე ევროპა“, „რუსულ კანონთან“ მებრძოლ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად ვდგებით, 26 ოქტომბერს საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვებისთვის - ვიწყებთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ვაანონსებთ პროექტის - საქართველოს ევროპული ელჩების დაწყებას, სადაც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდები მთელი საქართველოდან. მისი მისია, მიზანი და ფუნქცია იქნება 26 ოქტომბერს, არც ერთი ევროპული ხმა სახლში არ დარჩეს; ყველა ხმა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მომავლისთვის ევროკავშირში, მივიდეს საარჩევნო უბანთან. ეს იქნება თაობების ერთიანი დიდი ტალღა საქართველოს გამარჯვებისთვის. პირველ ეტაპზე, ეს იქნება საინფორმაციო კამპანია, რომელიც შემდგომ, გადაითარგმნება ხმების დაცვის კამპანიაშიც“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სამოქალაქო მოძრაობას შეუერთდნენ, არიან: „ნაბიჯი“, „Gen Z ევროპისთვის“, „რეფორმებისა და კვლევების ჯგუფი“, „ახალგაზრდული ხმა“, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, „12 სართული“ და სხვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა