ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლაშა ბაქრაძე - საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს

ნახვები: 619 ლაშა ბაქრაძე - საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს

„ოცნებას“ ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის განმარტებით, ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მიუღებელია და ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებაა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო მიიტაცა. არც ვერტიკალურად, არც ჰორიზონტალურად ხელისუფლების დანაწილება საქართველოში აღარ არსებობს. „ოცნებას“ ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია, ის რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს.

ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს. ისეთ ქვეყანას, როგორიც დღეს სამწუხაროდ, საქართველოა, არანაირი შანსი არ აქვს ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად იყოს და ევროპის კავშირის წევრი გახდეს.

ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და ეს უაღრესად ცუდი ნიშნებია. თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ჩვენ ავტორიტარულ სახელმწიფოს მივიღებთ და ფაქტობრივად, არანაირი დემოკრატიული სტრუქტურები ამ ქვეყანაში არ გვექნება. ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მიუღებელია, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება“, - განაცხადა ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა