ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

რომან გოცირიძე - ეს არის არაჰუმანური, შერჩევითი ამნისტია

ნახვები: 565 რომან გოცირიძე - ეს არის არაჰუმანური, შერჩევითი ამნისტია

ეს არის შერჩევითი ამნისტია - არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ამნისტია არაჰუმანურია.

"ეს არის არაჰუმანური ამნისტია, შერჩევითი ამნისტია. აბსურდული ამნისტია თავისი შინაარსით, როდესაც შეწყალება ხდება ისეთი დამნაშავეების, რომელთა მიმართ გამოტანილია სასჯელი ,მაგალითად, 7-8 წლიანი, მაგალითად, ყაჩაღობა, საცხოვრებელ ბინაში შეჭრა ძარცვის მიზნით, ხოლო ზოგიერთი მუხლები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების წინააღმდეგ წაყენებული მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს ჯარიმასაც კი და მცირე ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთას, არ არის შეტანილი. ეს არის შერჩევითი ხასიათის და არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ”, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა