მიხეილ სააკაშვილი - არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ - არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ
კაია კალასი - უკრაინას ყველაფრით დავეხმარებით, რაც სჭირდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
სუს - დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია „ენგურჰესში“ შემავალი, „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პაატა ბურჭულაძე - არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარების 4 ოქტომბრის გარშემო
აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
Prince Harry arrives in Ukraine on unannounced visit

რატი ბრეგაძე - მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

16.07.2024 ნახვები: 581

მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა.

„ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.

ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.

მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.

დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად, არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!“- წერს რატი ბრეგაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა