ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პოლონეთის პრეზიდენტის ასე მოულოდნელად ჩამოსვლა საყურადღებო ამბავია-იაგო ხვიჩია

ნახვები: 610 პოლონეთის პრეზიდენტის ასე მოულოდნელად ჩამოსვლა საყურადღებო ამბავია-იაგო ხვიჩია

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოში მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ასე მოულოდნელად ჩამოსვლა საყურადღებო ამბავია.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაგო ხვიჩიამ განუცხადა, არ აქვს ინფორმაცია, რა იყო პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, მაგრამ დასაშვები ვარაუდია, რომ მისი ვიზიტით ქვეყანამ კონკრეტული გზავნილები მიიღო.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სწორი იყო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტში ვნებათაღელვა მოჰყვა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერას. პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ეს კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არ დააყენა, მხოლოდ მისასალმებელია", - განაცხადა ხვიჩიამ.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოს გავლით მგზავრობდა და გუშინ ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა