გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია

ნახვები: 568 კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია

ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია - ერთი მაგალითი წარმოადგინოს ვინმემ იმასთან დაკავშირებით, რა არის ანტიდასავლური და რაში გამოიხატება კურსის ცვლილება - სიტყვების ბრახა-ბრუხი კი არა, მხოლოდ არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს კურსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ეზრა ზეიას განცხადება.

მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რა პროცესებია საქართველოში და რა ინტერესები აქვთ უცხო ქვეყნებს.

„ქართველი ხალხი გაიზარდა, გონიერია. ყველაფერს კარგად ვხედავთ, რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით, რა ინტერესები აქვთ უცხო ქვეყნებს, რა ხდება რეგიონში, მსოფლიოში, უკრაინაში, რა ვითარებაა. საზოგადოება ამას კარგად აანალიზებ,. შესაბამისად, რაც არ უნდა ასეთი განცხადებები კეთდება, სიმართლე ერთია, რომელიც ჩვენ მხარესაა. ვერავინ წარმოგვიდგენს არგუმენტს, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური, ანტიევროპული, რაში გამოიხატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე არასწორს უწოდებს ზეიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები არადემოკრატიულია.

„ესეც ვფიქრობ, არასწორია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ევროინტეგრაციის გზაზე თუ რაიმე წარმატებას აქვს ქვეყანას მიღწეული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშია. ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შედეგადაა ის, რომ ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი მიიღო, სავაჭრო ურთიერთობები. ცუდია [ეს განცხადება], საზოგადოება ხომ ყველაფერს ხედავს. დღეს ვინც გვეუბნება, რომ არადემოკრატიული პროცესებია და ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. რა ხდებოდა მაშინ - კლავდნენ, აწამებდნენ, აუბედურებდნენ, ჩაგრავდნენ. ხალხი სულელი არაა. ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს რეგიონში - ამერიკას თავისი, ევროპას თავისი, რუსეთს თავისი, თურქეთს თავისი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და უპირველესად, ჩვენი ინტერესები გავატაროთ. საქართველოს ინტერესებს ჩვენზე უკეთ ვერავინ გაატარებს. ქართველებმა ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ, დავიცვათ მშვიდობა და გავაძლიეროთ ეკონომიკა“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის კრიტიკულ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, კალაძე ამბობს, რომ მხოლოდ კრიტიკა ისმის და არა არგუმენტები.

„ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ კრიტიკას და სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ან რატომ შეიძლება შეუშალოს ხელი, მაგალითად, არასამთავრობოების მუშაობას გამჭვირვალობამ, როდესაც წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აქვთ ვალდებულება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება, წარმოადგინონ და შეავსონ დეკლარაცია, სადაც მიუთითებენ, საიდან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება. არავის აქვს არგუმენტი, რატომაა კანონი ცუდი და გამჭვირვალობა რატომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულობას“, - განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა