ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

ნახვები: 655 სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განუცხადა.

როგორც დეკანოზმა სამების საკათედრო ტაძარში მოძღვარსა და ქართველი ემიგრანტის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა, ზნეობრივი კომისიის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს რა მოხდა და რამ გამოიწვია მოძღვრის აღშფოთება.

მისივე თქმით, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი ნანობს და შენდობას ითხოვს ინციდენტთან დაკავშირებით.

„ახლა სადღესასწაულო დღეები და ვერ მოხერხდა ზნეობრივი კომისიის მოწვევა. საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება ზნეობრივი კომისიის სხდომა, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს თუ რა მოხდა. კადრს მიღმაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამ გამოიწვია მამაოს ასეთი აღშფოთება. როგორც მამა თეიმურაზმა ჩვენთან განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით წუხს და შენდობას ითხოვს. ის აცხადებს, რომ მისი სიტყვები ზოგადად ემიგრანტებს კი არა, არამედ, იმ კონკრეტულ პიროვნებას ეხებოდა, რომელთანაც კონფლიქტში იყო შესული. ეს ფაქტი უხერხული და არასასიამოვნოა და სწორედ ამის გამო იქნება ზნეობრივი კომისია მოწვეული”, - განაცხადს იოანე გორელიშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი მოქალაქეს, ტაძარში შორტებით შესვლის გამო დაუპირისპირდა. როგორც გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნული მოქალაქე აცხადებს, ის ემიგრანტია და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახალი დაბრუნებული იყო. დეკანოზმა მას ტაძრის შიდა სივრცე შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაატოვებინა და „სულიერი მეძავი“ უწოდა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა