გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ევრო 2024 | ინგლისი სლოვაკეთი 2:1

ნახვები: 570 ევრო 2024 | ინგლისი სლოვაკეთი 2:1

ევრო 2024-ის მერვედფინალში ინგლისის ეროვნული გუნდი სლოვაკეთთან წაგებას მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ბელინგემის გოლით გადაურჩა, გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა – 2:1.

ფაქტები

  • 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც ინგლისმა დიდ ტურნირზე პირველ ტაიმში მეტოქის კარში ვერ დაარტყა.
  • 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად, მატჩის საწყის 17 წუთში ერთი გუნდის სამმა სხვადასხვა მოთამაშემ ყვითელი ბარათი მიიღო.
  • 19 წლის და 72 დღის კობი მეინუ ინგლისის ნაკრების ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე ითამაშა (1998 წელი – ოუენი, 2004 წელი – რუნი).
  • ინგლისის ნაკრები ბოლო 18 ოფიციალურ შეხვედრაში არ დამარცხებულა.
  • სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ივან შრანცმა ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. ის ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძესა და ჯამალ მუსიალას გაუთანაბრდა.
  • ინგლისის ნაკრების რიგებში, კეინისა და ბელინგემის გარდა, გოლი სხვა ფეხბურთელს ევრო 2024-ზე ჯერ არ გაუტანია.

25′ წუთი. საწყის წუთებში აქტიურობის შემდეგ, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილმა სლოვაკეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. სტრელეცის პასით გოლი შრანცმა გაიტანა.

 

50′ წუთი. ინგლისის ნაკრებმა სახიფათო შეტევა განახორციელა, საკამ მარცხენა ფლანგზე ტრიპიერი მონახა, რომელმაც ფილ ფოდენი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

90+5′ წუთი. ინგლისის ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ საქმეში გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი ჩაერთო, რომელმაც ტურნირის გამორჩეული გოლი გაიტანა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

91′ წუთი (დამატებითი დრო). დამატებული დროის პირველივე წუთზე მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა აივან ტოუნიმ ჰარი კეინს ბურთი თავით გადააწოდა, რომელმაც გოლი ასევე თავით გაიტანა და ინგლისის ნაკრები დააწინაურა.

ინგლისის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 6 ივლისს

დიუსელდორფში გაიმართება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა