გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ევრო 2024 | საქართველო - ჩეხეთი 1:1

ნახვები: 571 ევრო 2024 | საქართველო - ჩეხეთი 1:1
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდა, მატჩი ფრედ დაასრულა 1:1 და პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
 
  • საქართველო და ჩეხეთი ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
  • გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი. ბოლოს ეს უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ 2012 წელს გააკეთა.
  • გიორგი მამარდაშვილს მატჩში 9 სეივი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია.

ვილი სანიოლმა პირველი ტურის შემდეგ შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა და მის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა. სტადიონზე ქართველი გულშემატკივრის შექმნილი შესანიშნავი ატმოსფეროთი გამხნევებულმა „ჯვაროსნებმა“ პირველ წუთებზე ჩეხების შეტევებს გაუძლეს. ივან ჰაშეკის დავალებით მეტოქე ბურთის საჯარიმოში ჩაწორებას მაქსიმალურად ცდილობდა, ფლანგებიდან, კუთხურებიდან თუ აუტებიდან. შედეგად, გიორგი მამარდაშვილის კართან  არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ამიტომაც იყო 30-ე წუთისთვის ჩვენი კარის მიმართულებით 13 დარტყმა და მამარდაშვილის 7 მოგერიება. პირველი ტაიმის შემდეგ მამარდას 9.9-ბალიანი შეფასება დამსახურებულად მიიღო.

პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში საქართველოს ნაკრებმა თამაში დაამშვიდა, ჩეხები უკვე წესების დარღვევით ცდილობდნენ სწრაფი ქართველების შეჩერებას. პირველი ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე სწორედ ფლანგზე მიქაუტაძის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმოს ჩაწოდებას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. ბურთი ხელზე ჩეხ ფეხბურთელს მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორებაზე გადაამოწმა და თითი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. ბურთთან მიქაუტაძე მივიდა, მეკარისგან მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩეხეთმა კვლავ აქტიურად შეუტია და 59-ე წუთზე გოლიც გაიტანა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი ძელიდან ასხლეტით მიუვიდა პატრიკ შიკს და ანგარიში გათანაბრდა.

F ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა.

 
1tv.ge

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა