ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ევრო 2024 | ავსტრიის ნაკრებმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა

ნახვები: 619 ევრო 2024 | ავსტრიის ნაკრებმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა

ევრო 2024-ის D ჯგუფის მეორე ტურის პირველი შეხვედრა ბერლინში გაიმართა, რომელშიც ავსტრიის ეროვნულმა გუნდმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა და ტურნირზე პირველი 3 ქულა მოიპოვა.

 

  • პოლონეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კვლავ არ იყო რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც პირველი ტურის მატჩიც
  • გამოტოვა. „ბარსელონას“ თავდამსხმელი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა.
  • უეფა-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ავსტრიელთა ერთ-ერთი ლიდერი ბაუმგარტნერი დაასახელა.

9′ წუთი. ავსტრიის ნაკრების პირველი გოლი შეხვედრაში ტრაუნერმა გაიტანა. მან ფილიპ მვენეს გადაცემა გამოიყენა.

 

 

30′ წუთი. პოლონეთმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა. თავის გამოჩენა „მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, კშიშტოფ პიონტეკმა მოახერხა.

 

66′ წუთი. ავსტრია წინ კიდევ ერთხელ კრისტოფ ბაუმგარტნერმა გაიყვანა. ავსტრიელმა ნახევარმცველმა პრასის პასით ისარგებლა.

 

78′ წუთი. ავსტრიელების უპირატესობა კიდევ უფრო მარკო არნაუტოვიჩმა გაზარდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

 

შედეგად, D ჯგუფში 2 ტურის შემდეგ ავსტრიის ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა, რითიც ნიდერლანდებსა და საფრანგეთს გაუთანაბრდა. ეს გუნდები თავიანთ მატჩს მოგვიანებით ჩაატარებენ.

 

1tv.ge 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა