2026 წლის არჩევნებისთვის ბენეტი და ლაფიდი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ
Intel: Russians face mass layoffs this summer
President: Partners must curb Russia’s reckless behavior for global security
Intercepted communication: Russian troops in Pokrovsk direction leaving wounded at positions
President: Some Chernobyl defenders still held in Russian captivity
Ukraine’s MFA condemns shooting during White House Correspondents Dinner
Belarus plans to introduce new financial restrictions for citizens – CCD
Nuclear energy to remain backbone of Ukraine’s power generation – Shmyhal

თეონა აქუბარდია - ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე მკაფიო იყო, თუ რამდენად სწრაფი ნაბიჯებით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს საქართველო ჩრდილოეთ ორბიტაზ

21.06.2024 ნახვები: 492

ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე მკაფიო იყო, თუ რამდენად სწრაფი ნაბიჯებით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს საქართველო ჩრდილოეთ ორბიტაზე და როგორ აშორებს დასავლეთს მისი ნაბიჯები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე, ასევე, მკაფიო იყო ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ჰელსინკის კომისიაზე საქართველოსთან დაკავშირებული განხილვა ორი რამით იყო გამორჩეული. ერთის მხრივ, შეფასებითი ნაწილი, სადაც ღიად ითქვა, რომ "რუსული კანონი", ისევე როგორც ავტორიტარული ნაბიჯები, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს ხალხის გაცხადებული კურსის წინააღმდეგ, პირდაპირ კრემლის ინტერესების გატარებას ნიშნავს. ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც თავად ივანიშვილის მრჩეველი იყო, მას [ივანიშვილს] ღიად დებს ბრალს და ეს ობიექტური რეალობაა, რომ კრემლის საქმეს აკეთებს, თუ არა დაკვეთით თავისი ნებით. მეორე - რა მოხდება ამის შემდგომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში? ითქვა არა მხოლოდ ის, რომ "მეგობარი აქტი" და "სენატის აქტი" საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას გადახედავს და დახმარებებს შეწყვეტს იმ საბიუჯეტოს, რომელსაც ქართველი ხალხი აქამდე იღებდა, არამედ, მათ შორის, ითქვა, რომ ის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია - NDI და IRI, რომლებიც საქართველოში წლების მანძილზე პარტიული დემოკრატიის გაძლიერებას, მათ შორის, ყველაზე დიდი თანხით "ქართული ოცნების" დახმარებას, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერას გულისხმობდა, ეს ყველაფერი ვეღარ გაგრძელდება, თუ გაგრძელდება ის ავტორიტარული ნაბიჯები, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს," - განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა