ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience

ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია

ნახვები: 255 ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლითაა. მისივე თქმით, აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, ხოლო მაღალი ტემპერატურისა და მწვავე დაავადების ნიშნების არსებობისას ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე უნდა გადაიდოს.

როგორც ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, საქართველოში ამჟამად დაახლოებით 15 რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთა აქტიურობა განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იზრდება. მათ შორის ყველაზე მძიმე მიმდინარეობითა და გართულებების მაღალი რისკით გრიპი გამოირჩევა.

„გრიპით გამოწვეული გართულებებია ფილტვების ანთება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და გულის კუნთის დაზიანება. ყველა მათგანი შესაძლოა საშიში იყოს სიცოცხლისთვის“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისა და გართულებების მაღალი რისკი აქვთ.

ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, ხანდაზმულები, ორსულები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის მქონე პირები და ქრონიკული დაავადებების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ფილტვების ქრონიკული პათოლოგიებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები.

ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის გადავადება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ აცრის დღეს ადამიანს მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადების ნიშნები აღენიშნება.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება ვაქცინაციის დღეს მაღალი ტემპერატურისა და მწვავე დაავადების ნიშნების არსებობისას, როგორიცაა, მაგალითად, გამონაყარი, ყელის ტკივილი ან ნაწლავთა მოქმედების დარღვევა. ასეთ დროს ვაქცინაცია უნდა გადავადდეს, სანამ ადამიანი გამოჯანმრთელდება“, – განმარტა მან.

პროფესორმა ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, აცრის შემდეგ პირველი ერთი-ორი დღის განმავლობაში ალკოჰოლისგან თავის შეკავება სასურველია, თუმცა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასა და ალკოჰოლს შორის სპეციფიკური უკუჩვენება არ არსებობს.

„სასურველია, პირველი დღის განმავლობაში თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან არა გართულების ან შესაძლო გვერდითი მოვლენის გამო. ამ პერიოდში სჯობს, ცხოვრების ჯანსაღი წესით იმოქმედოთ. რაიმე სპეციფიკური უკუჩვენება ან შეზღუდვა არ არსებობს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

მისივე განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს, რადგან ვაქცინით მიღებული დაცვა სეზონურია.

„ყოველ წელს ახალი ვაქცინის გაკეთება აუცილებელი და სასურველია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქმედებს არაუმეტეს ექვსი თვისა, რადგან ის პირდაპირ კავშირშია გრიპის სეზონთან“, – განაცხადა მან.

ჩხაიძის განმარტებით, ვაქცინის გაკეთებიდან მაქსიმალური იმუნური დაცვის ჩამოყალიბებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, რის გამოც აცრის დროულად ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პროფესორის ინფორმაციით, წელს საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. გასულ სეზონზე გამოყენებული ოთხკომპონენტიანი ვაქცინისგან განსხვავებით, ახალი ვაქცინა გრიპის ვირუსის სამ ვარიანტზეა გათვლილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი B ტიპის ვირუსის ხაზი, რომელიც მანამდე ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შემადგენლობაში შედიოდა, ბოლო პერიოდში დაავადების შემთხვევებს აღარ იწვევდა.

გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ ყველა ავტორიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა